19 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცენტრ "ემპათიას" დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი - მარიამ ჯიშკარიანი

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა მალე ცნობილი გახდება. სპეციალისტები ყოფილ პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, პროცესში ჩართულია გერმანელი ექიმიც და მისი თანამონაწილეობით იწერება დასკვნა.

"მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცენტრ "ემპათიის" დასკვნას უახლოეს დღეებში ვიხილავთ. დღეს მოხდა დამატებითი კვლევები, ვაგრძელებთ ექსპერტიზას. უპრიანი იქნება ისეთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც ასეთი პაცეინტების მართვის გამოცდილება აქვთ,"- აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

 

დღის ამბები