17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
უკრაინა დაიბრუნებს ხერსონს, მელიტიპოლს, მარიუპოლს, ენერგოდარს , ამისთვის მხოლოდ საკმარისი რაოდენობის იარაღია საჭირო, რომელიც პარტნიორებს აქვთ - ზელენსკი

"რუსი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ყირიმის ძვირფასი მიწები მიიტაცეს, მოსვენებას ვერ ნახავენ", - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად,პარტნიორებისგან საკმარისი იარაღის მიწოდების საჭიროებაზე, კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ბრძოლა დონბასში აუცილებლად შევა სამხედრო ისტორიაში, როგორც ერთ - ერთი სასტიკი ბრძოლა ევროპაში და ევროპისთვის. უკრაინის არმია და დაზვერვა დაამარცხებს რუს სამხედროებს იმის მიუხედავად, რომ რუსებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ტექნიკისა და საარტილერიო სისტემების რაოდენობის მხრივ - ამ ბრძოლის ფასი ჩვენთვის ძალიან მაღალია.

როგორც აღმოჩნდა, ექვსი წლის ბიჭუნა მოსკოვის ქუჩაზე, რუსეთისთვის ასევე იყო საშიში მტერი. ჩვენ, აბსოლუტურ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. წინსვლის, ტერიტორიების გათავისუფლებისა და ოლქებიდან დამპყრობლების განდევნის გარდა, არ გვაქვს სხვა არჩევანი. ჩვენ მოვალთ ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა ჩვენს სოფელში, სადაც ჯერ არ არის ჩვენი დროშა,  ისინი არ არის ადმინისტრაციულ შენობებზე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული დროშა იქ ძალიან ბევრია, უბრალოდ ისინი ხალხს აქვს სახლებში. ჩვენ ისინი უკვე ვიხილეთ, როდესაც ხალხი დამპყრობლების წინააღმდეგ პროტესტს მართავდა და მათ, კიდევ ვიხილავთ ყველგან, როდესაც დავბრუნდებით. უკრაინა დაიბრუნებს ხერსონს, მელიტიპოლს, მარიუპოლს, ენერგოდარს - ​ამისთვის მხოლოდ საკმარისი რაოდენობის იარაღია საჭირო, რომელიც პარტნიორებს აქვთ," - განაცხადა ზელენსკიმ.


დღის ამბები