22 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
სწორედ უკრაინელების სიმამაცის დამსახურებით შეუძლია ევროპას, თავისუფლების ახალი ისტორია შექმნას - ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს ისტორიული დღეა, რადგანაც ოთხმა ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინის ევროპულ გეზს მხარდაჭერა გამოუცხადა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომელიც უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, იტალიის პრემიერ - მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

ზელენსკის განცხადებით, ევროპელი ლიდერების კიევში ვიზიტის დროს, კვლავ ისმოდა საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი სიგნალები.

"ჩვენთან ერთად არიან იტალია, რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანია - ისინი მხარს უჭერენ უკრაინის კანდიდატურას ევროკავშირში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ქვეყნების ლიდერებისგან, ერთი ფუნდამენტური რამის მოსმენა - ისინი თანხმდებიან, რომ ომის დასრულება და მშვიდობა უკრაინისთვის ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორც უკრაინა ხედავს ამას.

როდესაც 4 ლიდერი კიევში ჩამოვიდა, რუსეთმა მძიმე ფონი შექმნა, რათა ყველას მოესმინა განგაშის სიგნალები და ვითარება დაძაბულიყო, თუმცა ამის არავის შეშინებია, ეს მხოლოდ შთაგვაგონებდა, ვყოფილიყავით მაქსიმალურად კონკრეტულები და შეთანხმებისთვის მიგვეღწია.

სწორედ უკრაინელების სიმამაცის დამსახურებით შეუძლია ევროპას შექმნას თავისუფლების ახალი ისტორია და აღმოსავლეთ ევროპაში მოიშოროს ნაცრისფერი ზონა, ევროკავშირსა და რუსეთს შორის",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები