27 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
ზელენსკი დაბომბილ მიკოლაევში ჩავიდა - უკრაინის პრეზიდენტმა ვიტალი კიმი და ადგილობრივი ექიმები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით მიკოლაევში ჩავიდა, გუშინ, 17 ივნისს, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგების სანახავად და რეგიონში არსებული ვითარების გასაცნობად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მან რეგიონის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილა, ასევე ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებას.

რეგიონის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებმა ხმელეთზე და შავ ზღვაში ომის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს და მოსალოდნელი საფრთხეები განიხილეს.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, რუსი დამპყრობლებისგან დასახლებების დაცვისას გამოჩენილი გამბედაობისა და თავდაუზოგავი ქმედებებისთვის, ბოჰდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კიმი. ორდენი "გამბედაობისთვის" მიიღო მიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა პოლკოვნიკ ანდრეი ჰნატოვს  ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიანიჭა.

ზელენსკიმ ადგილობრივი საავადმყოფოც მოინახულა, სადაც სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო წოდებები გადასცა მიკოლაევის ოლქის მედიკოსებს.

ომის დაწყებიდან დღემდე ზელენსკიმ უკვე მოინახულა კიევის რეგიონის დანგრეული ქალაქები და ხარკოვი.

დღის ამბები