15 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
"ევროპა ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა დეპოლარიზაცია, აქციის ორგანიზატორები საპირისპიროს აკეთებენ" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის გაცხადებული მიზნების მიღმა პოლიტიკურ ინტერესს ხედავს "ქართული ოცნება" - მმართველი გუნდის წევრები დღევანდელ შეკრებას "ნაციონალური მოძრაობის" გამოსვლას და საზიანო ნაბიჯს უწოდებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებული იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა დეპოლარიზაცია ყველა დონეზე და აქციის ორგანიზატორები ახლა ზუსტად ამის საწინააღმდეგოს აკეთებენ.

"ჩვენ გვესმის რა არის მიზანი ამ აქციის, ვინ არიან ორგანიზატორები ამ აქციის. ამ აქციის ორგანიზატორი არის "ნაციონალური მოძრაობა", მისი ახალგაზრდული ფრთა - "სირცხვილია", რაც შეეხება მიზანს ამ აქციისა, ვხედავთ განცხადებები რაც არის, პირდაპირი მოწოდება არის ხელისუფლების შეცვლის, როგორც პოლიტიკოსები, ისე სამწუხაროდ მედიის წარმომადგენლების განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ასე შემდეგ.

ევროპა და ევროკომისია საკუთარ რეკომენდაციაში ამბობს, რომ იმისთვის რათა კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას, საჭიროა რომ პოლიტიკურმა ელიტამ მოახდინოს დეპოლარიზაცია, არამხოლოდ პოლიტიკურმა ელიტამ, არამედ მედიაც, სამოქალაქო საზოგადოებაც არის ამ პოლარიზაციის ნაწილი - ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ ახლა აქციის ორგანიზატორები," - აცხადებს პაპუაშვილი.

დღის ამბები