19 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
მოსკოვს ჟენევის დისკუსიების "უფრო ნეიტრალურ ადგილზე" გამართვის წინადადება აქვს

მოსკოვს ჟენევის დისკუსიების "უფრო ნეიტრალურ ადგილზე" გამართვის წინადადება აქვს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოსა და დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შორის გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

რუსეთმა მიზეზად დასავლეთის დესტრუქციული ნაბიჯები დაასახელა და დისკუსიებისთვის უფრო ნეიტრალური ადგილი მოითხოვა. მოსკოვს მიაჩნია, რომ არსებულ პირობებში პრიორიტეტად უნდა დარჩეს თბილისის მიერ ცხინვალსა და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება.

მოსკოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის გადადების შესახებ, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი, თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად, მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციების გარეშე მიიღეს.

დღის ამბები