15 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
პრემიერი - არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში "ქართული ოცნება" მოვიდა, სათავეში დემოკრატიის "არავითარი ნიშანწყალი არ იყო". 

პრემიერი ამბობს, რომ დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა.

„მოვისმინე შენიშვნა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რა გავაკეთეთ 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათაც და ჩვენს ძვირფას ხალხს, თუ რა გავაკეთეთ ამ 10 წლის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდა ყველას შევახსენო, იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, უნდა შევახსენოთ მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, უცხოელ მეგობრებს, რომ ჩვენ მართლაც უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. რა თქმა უნდა,  კარგად ვიცით, რომ არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე. სწორედ ჩვენს მიერ მიღებული, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა. ამ მაჩვენებლით ჩვენ ბევრად წინ ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“ , -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები