საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულებას და ერთად მუშაობას სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, კარი არასოდეს არ დაგვიხურავს. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს, გვქონდა და ყოველთვის გვექნება მზაობა რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები და მსჯელობა. ეს რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, კონსტრუქციულ და ჯანსაღ ვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხიმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაიზიარებენ. მე მინდა ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა ოპოზიცია დააყენებს საკუთარ ამბიციებსა და სურვილებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი ჯერ ჩვენი სახელმწიფო და ქვეყნის მომავალია, შემდეგ კი, ჩვენი პარტიული და პირადი ინტერესები,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.