03 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამი ძირითადი მიღწევის გარდა, საქართველოს ყველა მიმართულებით, იქნება ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით.

"რამდენიმე ძირითადი შედეგი მინდა გამოვყო, ამ სამი ძირითადი მიღწევის გარდა ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული. "DCFTA-ს" ნაწილში უკვე შესრულებული გვაქვს 50%-ზე მეტი შესრულებული. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორი არის ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის ეს არის "ერასმუსი+", "ჰორიზონტი 2020", "შემოქმედებითი ევროპა", "Frontex", "ევროჯასტი", ეს ყველაფერი არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში შეძლო, მოახერხა და მიიღო. "ერასმუსის" პროგრამაში მონაწილეობის მხრივ, საქართველო იკავებს მეექვსე ადგის, პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის. ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები