19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
სამიტის პირველი დღე  - უკრაინის დახმარების პაკეტის გარდა, უნდა მიაღწიონ პროგრესს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით

ნატოს სამიტის პირველი დღე - რამდენიმე წუთში ალიანსის გენერალური მდივანი მისასალმებელი სიტყვით გამოვა ნატოს საჯარო ფორუმზე, იქამდე სამიტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და იენს სტოლტენბერგმა გახსნეს.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უნდა შეთანხმდეს ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია. ასევე, უნდა განისაზღვროს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი და პროგრესს მიაღწიონ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სამუშაო სესია ხვალ გაიხსნება, სწორედ ხვალ არის დანიშნული შეხვედრები პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან, დახურულ კარს მიღმა ისაუბრებენ იმ დახმარების პაკეტზე, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ დაანონსდა.

"ეს არის ღია დისკუსია, არამხოლოდ დღევანდელ, არამედ ხვალინდელ ევროატლანტიკურ სივრცეზე. ჩვენ ერთმანეთს უსაფრთხოებისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდში ვხვდებით. 2010 წელს ნატოს სტრატეგიული კონცეფცია ამბობდა, რომ ჩრდილოატლანტიკური სივრცე მშვიდობაა, ახალა ასე არაა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მშვიდობა დაარღვია. კვდებიან ადამიანები და ამიტომ მშვიდობა აღარ არსებობს. ამ ყველაფერმა გამოიწვია საკვებზე და ენერგორესურსებზე კრიზისი, ეს კრიზისი ჩვენს კონტინენტზე ყველას შეეხო. კანონზე დამყარებულ მსოფლიო საფრთხის წინაშეა. ასე რომ ჩვენმა ლიდერებმა უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ხვალ კი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაღიარებთ ალიანსს, როგორც ერთადერთ ჩრდილო ატლანტიკურ პლატფორმას თანამშრომლობისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით,"-აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიაში ბაიბა ბრაჟე.

დღის ამბები