26 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
თუ ფინეთსა და შვედეთში NATO-ს ჯარი ჩადგება ამას სარკისებური რეაგირება მოჰყვება - პუტინი

თუ ფინეთსა და შვედეთში NATO-ს ჯარი ჩადგება ამას სარკისებური რეაგირება მოჰყვება - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

ვლადიმირ პუტინის თქმით, შვედეთთან და ფინეთთან ტერიტორიული პრობლემები არ აქვთ და ამ ქვეყნებს უნდა გაეცნობიერებინათ, რომ აქამდე მათთვის საფრთხეც არ იყო.

პუტინი ამტკიცებს, რომ NATO, უკრაინელი ხალხის ხელით მსოფლიოსთვის თავისი ჰეგემონიის დამტკიცებას ცდილობს.

"უკრაინა არის საშუალება, რომ NATO-მ საკუთარი ინტერესები დაიცვას. ანუ უკრაინელებისა და უკრაინელი ხალხის ხელით, ნატოს წევრებს და ნატოს წამყვან ქვეყნებს უნდათ, რომ მსოფლიოში დაამტკიცონ თავიანთი როლი. დაადასტურონ თავიანთი ჰეგემონია, ლიდერობა ამ სიტყვის სრული გაგებით, მათი იმპერიული ამბიციები.

შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ გვაქვს როგორც უკრაინასთან. ტერიტორიული პრობლემები მათთან არ გვაკავშირებს. ნატოში მათი გაწევრიანებით ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს. მათ ნათლად უნდა გაეცნობიერებინათ, რომ აქამდე მათთვის საფრთხე არ იყო. ახლა კი თუ იქ სამხედრო კონტინგენტები და ინფრასტრუქტურა განლაგდება, სარკისებურად მოგვიწევს რეაგირება," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

დღის ამბები