15 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა- ვის რა გეგმა აქვს ევროკომისიის  რეკომენდაციების შესასრულებლად

დეპოლარიზაციადეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, ამ და სხვა რეკომენდაციების შესასრულებლად მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ოპოზიციას და მმართველ გუნდს მუშაობა სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი. ტრადიციულად, ისმის ურთიერთბრალდებებიც. ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდს ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება არ აქვს.

ისინი დამოუკიდებლად ამუშავებენ ხედვას, თუ როგორ უნდა შესრულდეს რეკომენდაციები. ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მთავრობის ცვლილებას განიხილავენ. რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს, რეალურად, არა პროგრესი, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევოლუციური სცენარის განხორციელება სურთ.

გეგმა, რომლის წარდგენასაც "სტრატეგია აღმაშენებელი" უახლოეს მომავალში გეგმავს, პარტიის ლიდერის შეფასებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა. ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიის სამოქმედო გეგმას არ ენდობა და ევროპელი პარტნიორების მიერ განსაზღვრული პუნქტების განხორციელებას, საკუთარი დღის წესრიგით გეგმავს.

ოპონენტების პოზიცია თვითლუსტრირებაა მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციისთვის ევროპულ პერსპექტივაზე მეტად  რევოლუციური სცენარის განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია.

წლის ბოლომდე კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას არ ელოდებიან "გირჩში". პარტიის წევრებს, არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობის იმედი არ აქვთ, თუმცა ამ პოზიციის მიუხედავად "გირჩელები" მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ.

მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტებთან ერთად, ან მათ გარეშე, კონკრეტული გეგმის განსახორციელებლად სამუშაო პროცესის გაგრძელებას აპირებენ. ამბობენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს და ევროინტეგრაციის პროცესი არ შეფერხდება. მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტებთან ერთად, ან მათ გარეშე, კონკრეტული გეგმის განსახორციელებლად სამუშაო პროცესის გაგრძელებას აპირებენ.

ამბობენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს და ევროინტეგრაციის პროცესი არ შეფერხდება. ევროპული მომავალი ყველასია, თუმცა ევროკავშირამდე მისასვლელ სტრატეგიებს განსხვავებულად აფასებენ ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას საერთო მიზნის მისაღწევად, კითხვაზე პასუხი კვლავ ღიად რჩება. 

დღის ამბები