15 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირს ეტაპობრივად ტოვებს

დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირს ეტაპობრივად ტოვებს, გარკვეული ჯგუფი დაბრუნდა სახლში, ნაწილმა კი სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლა. 

მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეების ნაწილი უშუალოდ ავტომობილების სავალ გზაზე იმყოფება, ამ მომენტში ხალხის რაოდენობა არ არის ისეთი, რომ საჭირო იყოს გზის გადაკეტვა. მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ისე დატოვა ტერიტორია, რომ არ მოუსმენია, რა იქნებოდა მთავარი სამოქმედო გეგმა. 

აქციის ორგანიზატორებს სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ გამოუცხადებიათ. ადგილზე რჩებიან აქტივისტები ტრანსპარანტებით "თავისუფლება მიშას".

დღის ამბები