"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეები კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან.
შეგახსენებთ, მონაწილეთა ნაწილმა "ოცნების" ოფისთან მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ამისკენ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი მშვენიერაძემ მოუწოდა. მმართველი გუნდის ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.