19 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. სწორედ ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით არსებულ 22-ვე ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ერთ საათში კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა დაიწყება.

შეზღუდვები, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში პანდემიის გამო გამოცდებზე იყო დაწესებული, ამიერიდან, მოხსნილია.

უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის სურვილი წელს 4 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. რაც შეეხება პედაგოგებსა და პედაგოგობის მსურველებს - ისინი პროცესს 6 ივლისიდან შეუერთდებიან.

"ყველა საგამოცდო ცენტრი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. წელს სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენ გავზარდეთ მესამე არჩევითი საგნების სია და, შესაბამისად, აბიტურიენტებს მეტი საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა,"- განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები