კანოეს ფედერაციას თეა წულუკიანმა ახალი აღჭურვილობა გადასცა. ქართველ ნიჩბოსნებს გადაეცათ 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის ორიგინალი ნავი, 1 კატერი და 1 კანოეს სავარჯიშო მოწყობილობა.
კანოეს ფედერაციისათვის გადაცემული ნავები და სხვა ეკიპირება 120 ათასი ლარის ღირებულებისაა. ფედერაციამ ამ მასშტაბის აღჭურვილობა სახელმწიფოსგან პირველად მიიღო.