26 დეკემბერი 2024,   14:39
ვრცლად
პალესტინური ანსამბლი "სირაჯი" ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება

ეგზოტიკური ჰანგები, მივიწყებული არაბული მუსიკალური კულტურის გათანამედროვებული კომპოზიციები, ქრისტიანული საგალობლები - 22 მუსიკოსისგან და 13 მომღერლისგან შემდგარი პალესტინური ანსამბლი "სირაჯი" რამდენიმე საათში  ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.

ჰუმანურ და სოციალურ ჰანგებზე დაფუძნებული ანსამბლი პალესტინაში, სოფელ რამაში, 2004 წელს შეიქმნა და დაარსების პირველივე დღიდან ახალგაზრდა თაობის მომღერლების აღმოჩენით არის დაინტერესებული. თუმცა, ანსამბლში გამოცდილი მუსიკოსებიც ჰყავთ, ვინც უკვე ათეულობით წელია კოლექტივის ერთგულია. თითქმის მივიწყებული არაბული მუსიკალური კულტურის აღმოჩენა და აღდგენა კი ანსამბლის ყველა თაობის წარმომადგენლის მთავარი ამოცანაა. მუსიკოსები განსაკუთრებით ღელავენ, რადგან ეს მათთვის პირველი ვიზიტია საქართველოში.

არაბული მუსიკის ტრადიციის გამგრძელებლების საქართველოში ვიზიტი რომ უნიკალური მოვლენაა, ამაზე კონცერტის ორგანიზატორებიც საუბრობენ. იდეის ავტორები გვიყვებიან, რომ ეგზოტიკური მუსიკის მოყვარულებისთვის კონცერტზე დასწრება უნიკალური შანსია მოისმინონ, როგორც ძველი არაბი შემსრულებლების მემკვიდრეობა, ასევე ქრისტიანული საგალობლები.

"გლობალ-არტის“ ორგანიზებულ კონცერტს სასტუმრო ბილტმორი, დღეს, საღამოს 8 საათზე უმასპინძლებს. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

დღის ამბები