26 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
ოპოზიცია ცრუ ნარატივით ცდილობს ქვეყნის დაზიანებას, ჩანასახშივე ჩანს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებას ბოიკოტს უცხადებენ - მამუკა მდინარაძე 

ახლა ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გარდა, რომ ჩაერთვებიან ამ პროცესში და მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში. ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც შენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, როდესაც მთავარი დათქმა და პირობა ამ რეკომენდაციების შესრულებაა, უკვე ჩანასახშივე ჩანს, რომ ამ ევროპული რეკომენდაციების შესრულებას ბოიკოტს უცხადებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცრუ ნარატივით ცდილობს ქვეყნის დაზიანებას.

"ამ რთულ მომენტში ისინი საკუთარ ქვეყანას აბრალებენ, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ირჩევს რუსულ ხელისუფლებას და მართავს რუსული ხელისუფლება. ამაზე დიდი მტრობა რა შეიძლება იყოს ქვეყნის?! ამ ნარატივის გატანა უნდათ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ. შიგნით არავინ იჯერებს ამას. სუბიექტურად მოფიქრალი ადამიანებიც კი სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ სხვანაირად საუბრობენ, მაგრამ ქვეყნის გარეთ რომ ცდილობენ ამ ნარატივის დანერგვას და ამ ყველაზე მტრული სიცრუის ტირაჟირებას, ამაშია ყველაზე დიდი პარადოქსი. როგორ შეიძლება ამ პერიოდში ამ ცრუ ნარატივით ცდილობდე შენი ქვეყნის დაზიანებას? მოგონილი თემები რომ გვერდზე გადავდოთ, ოპოზიციის გადასაწყვეტია სიმძაფრე საკრიტიკებელი თემის როგორი იქნება. ახლა ამ სიმძაფრეზეც შეიძლება ადამიანს უარი ეთქვა, თუ შეგნებით მივუდგებოდი ამ საკითხს, საკუთარი ქვეყნის სიყვარულით, რომ ამ ულტრირებამ არ დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ასე უნდა ეფიქრათ და ამ დროს, არათუ ულტრირებასა და სიმძაფრეზე, კრიტიკის ხარისხზეა საუბარი, არამედ უბრალოდ მოგონილ ამბებზე არიან ჩამოკიდებული," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები