"შამქორი 2022"-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. 43-ე ქვეითი ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლება მიზანად ისახავდა ქვედანაყოფების ერთობლივი და სინქრონიზებული მოქმედებების გაუმჯობესებას.
"შამქორი 2022" აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ტარდება.