თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მე-14 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ქართველ სტუდენტებთან ერთად, წელს სამაგისტრო პროგრამა დაასრულეს უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებმაც. ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულის სტატუსი უკრაინელმა სტუდენტმა მოიპოვა. ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდიები კი გადაეცა სამაგისტრო პროგრამის ოცამდე სტუდენტს.