საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ორი ქვეყნის ცესკოს პირველმა პირებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
გიორგი კალანდარიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სიახლეები გააცნო. საუბარია არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებაზე.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ სკოპიე საქართველოს ცესკოსთან არსებული სასწავლო ცენტრის მსგავსის დაწესებულების შექმნას გეგმავს.