09 სექტემბერი 2026,   02:15
ვრცლად
დღეს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანის" განმეორებითი შეხვედრა გაიმართება

დიდი რაგბის შემდეგ, ბათუმში დიდი ფეხბურთისთვის ემზადებიან. დღეს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.

ბათუმის "დინამო" ბრატისლავის "სლოვანს" მიიღებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა სლოვაკეთში ფრედ 0-0-ით დასრულდა. გამარჯვების შემთხევაში ქართული კლუბი მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ამასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ევროპის მოედანზე მხარდასაჭერ კონცერტს ჩაატარებს. 

"გვინდა, რომ გავამხნევოთ ბიჭები და დღეს ევროპის მოედანზე ჩატარდება მხარდასაჭერი. მთავარია, რომ გულით ვუგულშემატკივრობთ, ის ენერგია და მხარდაჭერა იგრძნონ, რაც მათთვის საჭიროა," - განაცხადა ბათუმის მერის მოადგილემ სოფო ხალვაშმა. 

დღის ამბები