საქართველოში ვიზიტის შესახებ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს. როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვი წერს, შეხვედრაზე მხარეებმა ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული, ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას," - წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი.