სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც სოსო გოგაშვილი მოინახულა აცხადებს, რომ მას გარკვეული დაზიანებები აქვს სხეულზე, რომელიც დაკავების დროს მიაყენეს.
"საუბარი ჰქონდა დარღვევებზე, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელიც თვალსაჩინოა. როგორც ვიცი ის უკვე ნახა ექიმმა და შეაფასა. სახალხო დამცველის აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წარმომადგენლებს და როგორც ვიცით მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს. ჩემი თვალით რაც დავინახე, ეს იყო სახის არეში შეშუპება, ხელის მტევნებზე და მუხლებზე სილურჯეები, რაც დაკავების დროს მოხდა. როგორც თავად თქვა, მას შემდეგ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია,"- აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქეთევან ხვედელიანი.