15 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც რბილად შევარქვით ეს სახელი, ვერანაირად ვერ დაიხევს უკან, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური გეგმა არ შედგა - გია ვოლსკი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან პარალელურ რეჟიმში მუშაობა სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან ერთად სამუშაო პროცესში ჩართვა მათ გეგმებთან შეუსაბამოა. 

"რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც რბილად შევარქვით ეს სახელი, ვერანაირად ვერ დაიხევს უკან, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური გეგმა არ შედგა, საკმაოდ სერიოზული იყო მათი ჩართულობა ამ რევოლუციის რეალიზაციის თვალსაზრისით. მობილიზება საზოგადოებისა მოახდინეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რასაკვირველია, მათთვის ეს უკან დახევა იქნება, რომ ადგნენ და ნორმალურ პირობებში და ფორმატში გააგრძელონ მუშაობა. აქედან გამომდინარეობს ეს პარალელური რეჟიმის შექმნა," - ამბობს გია ვოლსკი. 

დღის ამბები