15 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული ჯგუფები, ფაქტობრივად საბოტაჟს აცხადებენ

პარლამენტში, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის მუშაობაში ქართული ოცნება, გირჩი, მოქალაქეები,პარტია საქართველოსთვის და ევროპელი სოციალისტები მონაწილეობენ.

დეპუტატები მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებსა და კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფს, მმართველმა პარტიამ სასამართლო სისტემის რეფორმის გეგმა, ორას გვერდიანი დოკუმენტის სახით უკვე წარუდგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი ოპოზიციის ნაწილს მოუწოდებს პროცესში ჩაერთონ.

"ალტერნატიული პროცესი ვნებს 12 პუნქტის შესრულების პროცესს. ამ პარტიებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ შემოუერთდნენ განხილვას",- აცხადებს იოსელიანი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ არ არის სწორი, როდესაც პროცესში მონაწილეობას ყველა არ იღებს. 

ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა უკვე მიმდინარეობს, მმართველ პარტიას კი აქვს კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც უკვე წარადგინა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პროცესში საქმიანად ჩერთვება

"დღეს უკვე შინაარსობრივად და საქმიანად დავიწყებთ ამ დეტალებზე მსჯელობას, რომელიც დოკუმენტებშია წარმოდგენილი. ველოდები, რომ ოპოზიცია იქნება საქმიანი და მომზადებული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათთან დაკავშირებული ჯგუფები, ფაქტობრივად საბოტაჟს აცხადებენ,"- აღნიშნავს ანრი ოხანაშვიილი. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ქვეყანას.

"ჩვენ მყისიერად შევუდექით ამ რეკომენდაციების შესრულებას. ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას. ამ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებები არის, როგორც მგლის თავზე სახარების კითხვა. ევროპარლამენტარების შეხვედრა დასრულებული არ იყო, როდესაც ვაშაძე და სხვები მედიასთან გამოვიდნენ და დესტრუქციაზე დაიწყეს საუბარი", - აცხადებს ალუდა ღუდუშაური. 

 

დღის ამბები