06 მაისი 2024,   04:38
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დირექტორის მოადგილემ პროკურატურა უკვე დატოვა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის მოადგილემ პროკურატურა უკვე დატოვა. გიორგი ონიანს სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით გაესაუბრნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა გამოძიებას გოგაშვილის დოკუმენტებზე დაყრდნობით -"ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებულ მეთოდებთან" დაკავშირებით.

"მივაწოდეთ სრულყოფილად ყველა ინფორმაცია რაც გვქონდა, მოლოდინი შეგვექმნა რომ გამოძიებას დაიწყებენ. ბუნებრივია, მზად ვარ კიდევ რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ მოვიდეთ. რამდენიმე სისხლის სამართლის შესაძლო მუხლი და კვალიფიკაცია იყოს, მათ შორის გადამეტება უფლებამოსილება და ა.შ." - აცხადებს გიორგი ონიანი.

 

დღის ამბები