06 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
მოსამართლე ლევან ბარდაველიძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლევან ბარდაველიძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. საქართველოს უზენაესი სასამართლო კოლეგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. 

"საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან ბარდაველიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ბატონი ლევანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს.

ბატონი ლევანი გახლდათ სამაგალითო კოლეგა, იგი მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანი სასამართლო სისტემისთვის," -ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები