აშშ-ის კონგრესის წევრი, ვიქტორია სპარცი ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კიდევ ერთი წერილით მიმართავს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს "ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის გამო".
წერილში ვიქტორია სპარცი აღნიშნავს, რომ ანდრეი ერმაკი ანტიკორუფციული პროკურორის დანიშვნის პროცესს ანელებს. აშშ-ის კონგრესის წევრი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.