27 დეკემბერი 2024,   17:25
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა - ირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალში. ეს არის პასუხი იმ მრავალ თვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მომდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობებს ეხება.

"ყველას მოგეხსენებათ, როგორც იყო დაცული საკუთრების უფლება 2012 წლიდან, ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მთავრობის პირობებში. დღეს კერძო საკუთრება არის დაცული და ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისუფლად ფლობდეს ქონებას, განავითაროს ბიზნესი და ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ისევე როგორც ადამიანების კერძო საკუთრება არის კერძო საკუთრება, რომ იტყვიან უფლება ჩვენი მოქალაქეების, ეს ერთი," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები