15 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
სააკაშვილმა მითხრა, რომ თუ გამოვჯანმრთელდები, დავბრუნდები უკრაინაში და იქ გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, არავითარ შემთხვევაში საქართველოშიო" - ვალერი გელბახიანი

აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირება, - საკითხზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის ხმაურიანი განცხადება კვლავ  მსჯელობის საგანია. ვალერი გელბახიანი დღესაც განმარტავს, რომ ამის შესახებ პირადად ჰქონდა საუბარი სააკაშვილთან და უშუალოდ მისგან მოისმინა, რომ პრიორიტეტი ამ ეტაპზე ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. 

"მისი მთავარი ამოცანა დღეს პოლიტიკა აღარ არის. მისი მთავარი ამოცანაა მისი ჯანმრთელობა, უფრო სიცოცხლე, რომ გადაარჩინოს თავის საკუთარი სიცოცხლე, არ უღირს არანაირი პოლიტიკა. თუ ოდესმე გამოვჯანმრთელდებიო და დავდგები ფეხზეო, ასეთი რამ მითხრა, მაშინ მე დავბრუნდები უკრაინაში და უკრაინაში გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველოშიო"-აცხადებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

ამ განცხადების გულწრფელობის არ სჯერათ მმართველ პარტიაში და ამბობენ, რომ რომც იყოს სიმართლე ეს სამართლებრივ მოცემულობას მაინც არ შეცვლიდა.

დღის ამბები