15 ნოემბერი 2024,   13:04
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს სამომავლოდ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი ექნება თუ არ ექნება, კავშირში არ არის საპატიმრო უფლებების განხორციელებასთან და სავაჭროდ გამოყენება მიუღებელია - მიხეილ სარჯველაძე

გადაწყვიტა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირება - აღნიშნულ საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა თუ არ ყოფნა დიდ გავლენას ვერ მოახდენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე.

"ბატონი მიხეილ სააკაშვილის წასვლა - არ წასვლა დიდ გავლენას და დიდ ნაკვალევს ვერ დაამჩნევს ქართულ პოლიტიკას, ეს არის ჩემი აზრით ყველასთვის თვალსაჩინო და გასაგები. სხვა წარმოდგენა ჰქონდა, როდესაც ჩამოდიოდა საქართველოში, რეალურად ვითარება სრულიად განსხვავებული დახვდა და ამაშია ზუსტად მისი პრობლემა.

მეორეს მხრივ, რომ ეს ხრიკად განიხილება აბსოლუტურად ფუჭი მცდელობაა იმიტომ, რომ უბრალოდ ერთმანეთთან თანხვედრაშიც არ არის საკითხი, სამომავლოდ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი ექნება თუ არ ექნება, ეს კავშირში არ არის საპატიმრო უფლებების განხორციელებასთან და ერთმანეთთან სავაჭროდ გამოყენება მიუღებელი და წარმოუდგენელია,"-აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები