ოთარ შამუგია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ასოცირების დღის წესრიგის შესრულება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. შეხვედრას გარემოსდაცვით და სოფლის მეურნეობის მიმართულებებზე მომუშავე არასამთავრობოები და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ასევე იმ გეგმებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის განსახორციელებელი რეფორმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება განხილული იქნეს არასამთავრობო სექტორთან ერთად,"-აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
ხოლო "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები - საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე კი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაცვალეს აზრები, თუ როგორ მიდის ასოცირების შეთანხმების შესრულება.