26 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
"ისრაელმა უშუალო საფრთხის წინააღმდეგ ზუსტი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა" - ისრაელის პრემიერი

ისრაელის არმია უკვე მეორე დღეა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმებს აგრძელებს. საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად ათობით დაშავებულია.

დაღუპულთა შორის არიან 5 და 23 წლის გოგონები, ისინი ისრაელზე ბოლო შეტევის დროს დაიღუპნენ. 

ღაზის სექტორში გამწვავებული ვითარების ფონზე ისრაელი 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს, პარალელურად კი ვრცლდება ცნობები რომ ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე 19 პირი დააკავეს, რომლებიც პალესტინური ისლამური ჯიჰადის დაჯგუფების წევრები არიან

ისრაელის საომარი თვითმფრინავების სამიზნე ალ-ზანას რაიონში, ქალაქის აღმოსავლეთია - ინფორმაციას ამის შესახებ ამ წუთებში https://www.aljazeera.com ავრცელებს. 

სატელევიზიო მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ "ისრაელმა უშუალო საფრთხის წინააღმდეგ ზუსტი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა".

შეგხსენებთ, რომ  ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა.

 

 

დღის ამბები