ინდოეთის ქალაქ ჩენაიში, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გრძელდება. მე-10 ტურის წინ, ქალთა პირველობაში ოთხი ნაკრები ლიდერობდა 15-15 ქულით, მათ შორის საქართველოსა და პოლონეთის გუნდები. სწორედ ეს ორი ნაკრები დაუპირისპირდა ერთმანეთს მეათე ტურში, მატჩი 2:2 დასრულდა, ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგა.
ტურნირს 10 ტურის შემდეგ ინდოეთის ნაკრები ლიდერობს. მეორე,მესამე და მეოთხე ადგილებს პოლონეთი,უკრაინა და აზერბაიჯანი ინაწილებენ. საქართველო კი, 16 ქულით მეხუთე ადგილზეა. დღეს, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანის დამარცხებას შეეცდება.