25 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
დაწესებულია თუ არა საქართველოში გადასახადები პირველად უძრავ ქონებაზე?

საქართველო - უძრავი ქონების შეძენის მხვრივ ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა. ბინის შეძენა ბათუმში, თბილისსა ან საქართველოს სხვა ქალაქში საკმაოდ მარტივია იმ მიზეზით, რომ არ არსებობს შეზღუდვები და უძრავ ქონებას  ხელმისაწვდომი საბაზრო ღირებულება გააჩნია.

რა სახის გადასახადებია დაწესებული პირველად უძრავ ქონებაზე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის?

უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ თავისუფლად შეიძინონ საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება საქართველოში. უძრავი ქონების გაფორმება საჭიროებს დაახლოებით 15 წუთს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში აუცილებელი რეგისტრაციის პროცედურის გავლით. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 75 ლარს.

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის აუცილებელია ქონების ყოველწლიური გადასახადის გადახდა, რომლის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 1 %-ია.

გარიგების გაფორმების შემდგომ უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გადაიხადოს  საცხოვრებელი სახლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მომსახურების გადასახადი. საგადასახადო განაკვეთის ოდენობა 1 კვ.მეტრზე მერყეობს 0,5-დან 2,8 ლარამდე რეგიონის და მიზნობრიობის  გათვალისწინებით. კომუნალური გადასახადების ღირებულებას ინვესტორი იხდის ცალკე.

რა სახის გადასახადებია დაწესებული პირველად უძრავ ქონებაზე საქართველოს მოქალაქეთათვის?

მყიდველი - საქართველოს რეზიდენტი ისევე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია გადაიხადოს ყოველწლიური ქონების გადასახადი, აგრეთვე სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის მომსახურების საფასური.

უძრავი ქონება არ იბეგრება შემდეგ შემთხვევებში:

•             I და II რიგის ნათესაური კავშირის მქონე მემკვიდრეებისთვის გადაცემის შემთხვევაში (ქონების ღირებულების მიუხედავად)

•             უძრავი ქონების ჩუქების და III და IV რიგის ნათესაური კავშირის მქონე პირთათვის გადაცემის შემთხვევაში (უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს).

რა მთავარი თავისებურება გააჩნია უძრავი ქონების გადასახადს საქართველოში?

უძრავი ქონების გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია უძრავი ქონების დეკლარირებულ საფასურზე და ოჯახის შემოსავალზე, რომელიც მიღებულია საქართველოს ტერიტორიაზე. განაკვეთი განისაზღვრება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ და არ აღემატება 1 %. რეზიდენტმა და არარეზიდენტმა შეძენის მსურველმა პირებმა უნდა ჩააბარონ უძრავი ქონების  საგადასახადო დეკლარაცია კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე და გადაიხადოს ქონების გადასახადი კალენდარული წლის 15 ნოემბრამდე. იმ შემთხვევაში თუ ინვესტორმა არ ჩააბარა დეკლარაცია დათქმულ დროს და არ დაფარა უძრავი ქონების გადასახადი, მას დაერიცხება ჯარიმა.

მაგალითი: ოჯახის შემოსავალი წელიწადში აღემატება 40 000 ლარს. თუ ბათუმის მშენებარე კომპლექში მდებარე ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ოჯახზე ქონების გადასახადი შეადგენს 200 ლარს.

რატომ არ იხდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადასახადს უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვისას?

საქართველოს მთავრობას უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცედურის განხორციელებისას მინიჭებული აქვს სრული თავისუფლება. პირველ რიგში ეს მიმართულია საქართველოს ეკონომიკის გასააქტიურებლად ხარგრძლივი კრიზისის შემდგომ პერიოდში. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის  უცხოური ინვესტიციებისადმი ღიაობა, ხელისუფლებისგან ინვესტორების მოზიდვა გადასახადებისა და შეზღუდვების გაუქმებით, ტურისტული ბიზნესის განვითარება - ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების სტრატეგიული მიზნებია.

აქტუალური ინფორმაციის მოძიება საქართველოში მშენებარე პროექტებსა და დეველოპერების შესახებ შესაძლებელია Korter -ის სერვისის დახმარებით.

 

 

დღის ამბები