05 ივნისი 2026,   22:17
ვრცლად
ზელენსკის ღია წერილი პუტინს - სად და რა პირობებზე სთავაზობს უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს პუტინს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღია წერილით ვლადიმერ პუტინს გუშინ მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას, რომლის ქვეყანასთანაც უკვე 4 წელზე მეტია საომარ მოქმედებებში იმყოფება, სამშვიდობო შეთანხმებისთვის სუფთა ფურცელი და კალამი შესთავაზა. "ხშირად გვესმის, რომ ომი თქვენ გაწყობთ. რა თქმა უნდა, არა მაშინ, როცა საქმე ვალდაიში თქვენი რეზიდენციის უსაფრთხოებას ან მოსკოვში აღლუმს ეხება. საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია." - ზელენსკის ამ სიტყვებით დადასტურდა, რომ დაზავების წინადადებას, უკრაინის ლიდერის ულტიმატუმი ახლავს.

ზელენკის წერილი პუტინს ჯერ არ წაუკითხავს. ინფორმაცია რუს ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა გაანდო. თუმცა, დაზუსტდა ისიც, რომ თუ ვოლოდიმირს ვლადიმერთან საუბარი სურს, მას კრემლის მოოქროვილ სასახლეში ელოდებიან.

ვიდრე, კიევის ბანკოვაიადან მოსკოვის კრემლში რეისი შესრულდება, პროცესს ვაშინგტონის - თეთრი სახლიდან აფასებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შესანიშნავი იქნება, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

კომპრომისები რომ აუცილებელია, ამას რუსეთის პრეზიდენტიც ამბობს. ომის დასრულების პერსპექტივებზე ვლადიმერ პუტინმა გუშინ, ზელენსკის წერილის გამოქვეყნებამდე ისაუბრა.

ის, რასაც ვლადიმერ პუტინი კომპრომისს ეძახის, უკრაინისთვის კაპიტულაციაა. ანკორიჯში შტატების და რუსეთის პრეზიდენტების მიერ შემუშავებული გეგმა, ტერიტორიების დათმობას, სამხედრო ნეიტრალიტეტს და სხვა ბევრ ისეთ საკითხს მოიცავს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტზე პირდაპირ აისახება.

დღის ამბები