05 ივნისი 2026,   22:10
ვრცლად
მარიამ გრიგოლიშვილი: უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი რესურსი ისევ ამ რეგიონის განვითარებას მოხმარდე

ამბროლაურში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია დასრულდა.

შეხვედრაზე, რომელიც უკვე მეცხრე რეგიონს მოიცავს, ადგილობრივი ახალგაზრდების მთავარ გამოწვევად მიგრაცია დასახელდა.

მმართველი გუნდის ახალგაზრდულიო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, რეგიონებში ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და მათი ადგილზე რეალიზება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მიერ იმ გამოწვევებზე, რაც მათ აწუხებთ, მათ შორის, ყველაზე პრიორიტეტული გამოწვევა გახლდათ მიგრაცია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა საიმისოდ, რომ უშუალოდ რეგიონში იყოს ძალიან ბევრი შესაძლებლობა შექმნილი ახალგაზრდებისთვის - ეს იქნება ახალგაზრდული საბჭოები, ახალგაზრდების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში თუ სხვა, რათა უზრუნველვყოთ ის, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი რესურსი ისევ ამ რეგიონის განვითარებას მოხმარდეს,"- განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა.

რაჭაში იყო ცოტნე ივანიშვილიც, რომელიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ყველა გასვლით ღონისძიებაში, რომელსაც რეგიონებში "ქართული ოცნების" ახალგაზრდები აწყობენ.

დღის ამბები