28 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
"დრაკონის სახლი" - GOT-ის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, HBO ლეგენდარულ ფენტეზი-სამყაროს ახალი ისტორიით აცოცხლებს

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სერიალის "სამეფო კარის თამაშების" მოყვარულებს შემოქმედებითმა ჯგუფმა მორიგი სიურპრიზი მოუმზადა.

"დრაკონის სახლი"- სწორედ ასე ერქმევა ახალ ფანტასტიკური ჟანრის სერიალს, რომელიც 21 აგვისტოს გამოვა. სერიალი "სამეფო კარის თამაშების" პრეისტორიაა და მაყურებელს 2 საუკუნით ადრე განვითარებულ მოვლენებს უჩვენებს.

ერთი სეზონი და 10 სერია, რომლის გამოსვლასაც მაყურებელი სამი წელი ელოდა. "დრაკონის სახლში" მსახიობთა ახალი შემადგენლობაა, რომელთა შორის ემა დარსია, სწორედ მას აქვს ფილმში ყველაზე საპასუხისმგებლო როლი.

ათ დღეში ახალი სერიალი საერთაშორისო კინოპლატფორმაზე HBO-ზე დაიდება.

დღის ამბები