26 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის საცხოვრებელი უბნებისკენ ღამით 30 რაკეტა გაისროლეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაღუპულია 1 და დაჭრილია 2 ადამიანი. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 35 კი დაჭრეს.

ლუჰანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, რუსული ჯარი ბახმუტს პოპასნაიას მხრიდან უტევს. ბრძოლა გრძელდება ბეილოჰორივკასთან და ლისიჩანსკის გადამამუშავებელ ქარხანასთან.

ღამით რუსებმა ნიკოპოლის საცხოვრებელი უბნებისკენ 30 რაკეტა გაისროლეს. დაზიანებულია კორპუსები და საბავშვო ბაღი. შეფერხდა გაზსადენისა და ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირება.

ღამით ცეცხლი გახსნეს ხარკოვის მიმართულებითაც. მსხვერპლი არ არის.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალის" განცხადებით, რუსეთი ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამის შესახებ ორგანიზაცია "ტვიტერზე" წერს.

დღის ამბები