26 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
ეკვადორის საპორტო ქალაქ გუაიაკილში, აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

5 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა აფეთქების შედეგად ეკვადორის საპორტო ქალაქ გუაიაკილში. ხელისუფლებამ მომხდარი დაჯგუფებების მიერ ხელისუფლებისთვის ომის გამოცხადებად შეაფასა.

აფეთქების შედეგად განადგურდა 8 სახლი- როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს , თავდასხმის სამიზნეს 2 პირი წარმოადგენდა, რომლებიც ეკვადორის ერთ-ერთ ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას უკავშირდება. მომხდარის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დღის ამბები