15 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში აშშ-ის საელჩომ უნდა განსაზღვროს როგორი იყოს? - გურამ მაჭარაშვილი კვლავ კელი დეგნანს აკრიტიკებს

ოცნებიდან წასული 4 დეპუტატის განცხადებაზე აშშ-ის ელჩის შეფასებას, ერთ-ერთი მათგანი, გურამ მაჭარაშვილი კვლავ კრიტიკული განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ კელი დეგნანს არასწორი მიდგომები აქვს და ელჩი შეთქმულებას უწოდებს  იმ კითხვების საჯაროდ დასმას, რომელიც საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს საელჩოსთან დაკავშირებით აქვს

"განცხადება არის პრაქტიკულად აღიარება იმისა, რომ ჩვენს ბოლო წერილებში მითითებული მტკიცებულებები, არის მართალი, რადგან არც ერთ მათგანზე ქალბატონ ელჩს არე უპასუხია და კონტრარგუმენტი არ წარმოუდგენია. მეტიც, სამწუხაროდ ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის შეთქმულება მისი აზრით. ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? ან ის, რომ როცა საელჩო ამბობს, რომ მან 30 წელი გადაიხადა იმისთვის, რომ განვითარებულიყო ქართული მართლმსაჯულება და ამიტომ კონსტიტუციურ ორგანოებს, პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ ესა თუ ის მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ და ამა თუ იმ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, ეს შეთქმულებაა? გარდა ამისა, მისი აზრით "გავრილოვის ღამე" ყოფილა თურმე წინაპირობა და საფუძველი პოლარიზაციისა. საინტერესოა, გავრილოვის ღამეზე საუბრობს ელჩი და აბრალებს ხელისუფლებას, თითქოს ხელისუფლებამ მიიტანა შტურმი პარლამენტზე. პარლამენტზე შტურმი მიიტანა სწორედ ნიკანორ მელიამ.

როდესაც აშშ-ში კონგრესზე იყო შტურმი, ყველამ იცის, რომ იქ ასეულობით ადამიანი დააკავეს და ასეულობით დაკითხეს. სამწუხაროდ ხალხიც დაიღუპა. საკანონმდებლო ორგანოზე შტურმი ამერიკაში თუ დასჯადია, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა რატომ არის, თუ დაიჭერენ პოლიტიკოსს თუნდაც, ვინც შტურმი განახორციელა პარლამენტზე. თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში საელჩომ უნდა განსაზღვროს კანონის უზენაესობა და თანასწორობა როგორი იყოს? აი ეს არის სწორედ არასწორი მიდგომები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები