15 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
"რაც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ეს არის მორიგი და ძალიან უხეში სახით სიცრუის ტირაჟირება"- გივი მიქანაძე დეკანოიძის განცხადებაზე 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძე გამოეხმაურა  ხატია დეკანოიძის განცხადებას, თითქოს "ქართული ოცნება" თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს და განაცხადა, რომ  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადება არის სიცრუის ტირაჟირება.   

მისივე თქმით, თუ "სამართლიანი არჩევნები" დააფიქსირებს, რომ ემიჯნება მთავრობისკენ მიმართულ ყველა პროვოკაციულ ქმედებას, მაშინ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, თუ იქნება წარდგენილი აღნიშნული ორგანიზაცია "ქართული ოცნების" კარი ღია იქნება. 

"რაც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ეს არის მორიგი და ძალიან უხეში სახით სიცრუის ტირაჟირება. იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა "ქართული ოცნება", თურმე თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს"ქართული ოცნება" არასოდეს თავს არ ესხმოდა, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან" და გაიხსენონ თავის ხელისუფლების პერიოდში რას აკეთებდნენ ისინი, დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან და მედიასთან მიმართებაში.

როდესაც უკვე პოლიტიკური განცხადებები კეთდება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა იკვეთება, კონკრეტული ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის- ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ვერანაირად ვერ იქნება აღქმული, როგორც ნეიტრალური. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოხდა "სამართლიანი არჩევნების" მოწვევა. თუ ის დააფიქსირებს, რომ ემიჯნება და მისთვის ის განცხადებები და ის მოთხოვნები, რაც მთავრობის გადადგომასთან, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან,  არასამთავრობოებისთვის ტექნიკურის ჩამოყალიბების დროს ვეტოს დადებასთან არის დაკავშირებული, თუ ეს მისთვის მიუღებელია და ემიჯნება ამ პროცესს, 25 აგვისტოს მორიგ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, თუ პლატფორმა კვლავ წარადგენს ამ ორგანიზაციას, ჩვენი კარი ღიაა მისთვის,"-აცხადებს გივი მიქანაძე. 

პარლამენტის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფიდან "ისფედის" გაშვებაზე, ბრიფინგი გაიმართა "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიამ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მესამე სექტორზე თავდასხმად შეაფასა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამუშაო პროცესიდან ერთ - ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ჩამოშორება ადასტურებს, რომ ხელისუფლების ინტერესში ევროპის რეკომენდაციების გაზიარება არ არის.

ინფორმაციისთვის: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გუშინ გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" მონაწილეობის ნება არ დართეს.

დღის ამბები