30 ნოემბერი 2023,   05:14
ვრცლად
"პირველი თვალში მოსახვედრი რაც იყო, ეს არის მისი ძალიან სერიოზული კლება წონაში" - მიხეილ სააკაშვილი ხატია დეკანოიძემ და გიული ალასანიამ მოინახულეს

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კლინიკა "ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია შევიდა. მანამდე ის უკვე მოინახულა ჯერ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ. მათი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

ხატია დეკანოიძის თქმით, პირველი რაც მას მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ თვალში მოხვდა, მისი სერიოზული წონაში კლებაა.

"მე ნამდვილად არ მყავდა დიდი ხანი ნანახი, ანუ შედარებით ხანგრძლივი პერიოდი და პირველი თვალში მოსახვედრი რაც იყო ჩემთვის, ეს არის მისი ძალიან სერიოზული წონაში კლება. ეს აწუხებთ ასევე ექიმებს და პერსონალს. ძალიან მადლობელია ექიმების, პერსონალის, ვინც არიან ამ ჰოსპიტალში და ნამდვილად ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდეს," - ამბობს დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ სურვილი აქვს მოხდეს იურიდიული პროცესების გადავადება, რათა მიეხედოს სააკაშვილის ჯანმრთელობას.

"მოლოდინზე ვერაფერს მოგახსენებთ, სურვილი კი მაქვს, რომ გადაუვადონ ეს იურიდიული საქმეები და მიეხედოს მის ჯანმრთელობას ბოლოს და ბოლოს. რამდენი შეიძლება ადამიანმა კიდევ დაიკლოს წონაში. სასამართლოზე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და იმედი მაქვს, რომ ისინი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას," - თქვა ალასანიამ.

დღის ამბები