15 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
სამუშაო პროცესში მხოლოდ ის NGO-ები უნდა იყვნენ ჩართულნი , რომლებიც პოლიტიკურ მოთხოვნებს ემიჯნებიან და არ არიან შემჩნეულნი რაღაცების გაყალბებაში - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ISFED​-ს შესთავაზა, გამიჯვნოდა მათივე მოთხოვნას ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" არ გააკეთა. გამომდინარე აქედან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნათელია ამ ორგანიზაციის მიზანი, შესაბამისად ის ვერ მიიღებს მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში. 

მისივე განცხადებით, 12 პუნქტის გარშემო უნდა იყვნენ ჩართული მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს.

"ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს ISFED​-ს გამიჯვნოდა მისივე მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის მანძილზე ეს მათ არ გააკეთეს საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ISFED-ის ეს არის უცვლელი პოზიცია და ISFED​-ს აქვს გამოხატული პოლიტიკური მიზანი და ეს მიზანი არის, მათ შრის რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა. ასეთ დროს ნებისმიერი შეთავაზება აზრს კარგავს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია ამის შემდეგ ISFED​-ი ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში. 

PVT-ს გამყალბებელს და პოლიტიკური მოთხოვნების გამყალბებელ NGO-ს უცხადებს სოლიდარობას მისი ადგილი სამუშაო პროცესში ბუნებრივად არ არის. გამომდინარე აქედან ძალიან კარგად იფილტრება ეს სამუშაო პროცესი, რომელიც წარიმართება 12 პუნქტის გარეშემო. ეს არის ძალიან ლოგიკური პროცესი. სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო უნდა იყვნენ ჩართული მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და რომლებიც არ არიან შემჩნეული რაღაცეების გაყალბებაში,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები