03 მაისი 2024,   08:19
ვრცლად
საქართველო ნიდერლანდების წინააღმდეგ - საკალათბურთო ნაკრები 19 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავს

საქართველო ნიდერლანდების წინააღმდეგ - დღეს კალათბურთია. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი ნაკრები მეტოქეს ოპტიმალური, საბრძოლო შემადგენლობით შეხვდება. საქართველო-ნიდერლანდების საკალათბურთო დაპირისპირება 19 საათზე დაიწყება.

როგორც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დღევანდელ მატჩში წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელიც მოსამზადებელ ეტაპზე შვიდი ამხანაგური შეხვედრიდან შვიდივეში დამარცხდა, გარკვეულ რეაბილიტაციას საჭიროებს. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, L ჯგუფში ჩვენს ნაკრებს 6 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება, შესაბამისად დღეს ქართველმა კალათბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გაიღონ გამარჯვების მოსაპოვებლად. 

ეროვნული საკალათბურთო ნაკრების და "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის თქმით, გუნდში კარგი განწყობაა და ისინი ბევრი გულშემატკივრის მხარდაჭერას ელოდებიან, რათა ერთად შეძლონ გამარჯვება. 

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები