15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
რეგლამენტში არსებული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რომელ კანდიდატურას დაუჭირა მხარი - ლევან იოსელიანი ომბუდსმენის შერჩევის წესზე

სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უკვე არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივაც. საუბარია პარტია "მოქალაქეების" ხედვაზე, რომლის თანახმადაც ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად კენჭისყრა არ უნდა იყოს ფარული და ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალედ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის თქმით, იმისთვის, რომ გამჭვირვალობა პარლამენტშიც იყოს უზრუნველყოფილი, რეგლამენტში არსებული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რომელ კანდიდატურას დაუჭირა მხარი

"ფარულობა ხელს უწყობს პროცესს, რა დროსაც შეიძლება 90 ხმა ისე მობილიზდეს, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს, ვინ მისცა ხმა სახალხო დამცველის კანდიდატურას და ვინ შეიკავა თავი. იმისთვის, რომ გამჭვირვალობა პარლამენტშიც იყოს უზრუნველყოფილი, რეგლამენტში არსებული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რომელ კანდიდატურას დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა, საკუთარი პოზიცია საჯაროდ დაიცვას და თქვას, ვის რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები