06 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
ცეცხლის ახალი კერა ლიკანის მიმდებარე ტერიტორიაზე, იწვის ფიჭვნარი - ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, მუშაობს ავიაციაც

ბორჯომში ისევ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ახალი კერა ამჯერად ლიკანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, იწვის ფიჭვნარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, მუშაობს ავიაციაც.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა ახალი კერის გაჩენის მიზეზი. ლიკანთან ხანძრის ჩაქრობას ისიც ართულებს, რომ ტერიტორია რთულად მისადგომია.

ამ წუთებში ათობით მეხანძრე-მაშველი ცდილობს ხანძრის ლიკვიდაციას. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები სამხედროები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. 

"თუ დაბლა ჩამოიწია ცეცხლმა, რა თქმა უმდა, საშიშია. პირდაპირ ტყეში ვცხოვრობთ. დილიდან მუშაობს ვერტმფრენები და მგონია, რომ ჩააქრობენ. ხალხიც მობილიზებულია, მოსახლეობაც, ქალაქიც." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ავტორი: სანდრო სანაია 

 

 

 

 

დღის ამბები