08 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
როგორია დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა - შემთხვევა ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში გუშინ, განმთენიისას მოხდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ერთ წლამდე ბავშვი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადის. ის მართვით სუნთქვაზეა, ხოლო 30 წლის ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება გუშინ, გამთენიისას მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, დედა და მცირეწლოვანი შვილი.

"მდგომარეობა შეფასდა კრიტიკულად მძიმედ, მოთავსდა პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ამჟამად მკურნალობას გადის. მისი დიაგნოზი გახლავთ სხეულის უნივერსალური დამწვრობა მე-2-3 ხარისხის, სასუნთქი თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა," - აცხადებს რეანიმატოლოგი გიორგი ბენიძე.

დღის ამბები