ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო
06-09-2022 15:18
ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო.
გამოცდა დღეს 9 საათზე საბუნებისმეტყველო საგნებით დაიწყო და ორი დღე გაგრძელდება. საქართველოს მასშტაბით ჯამში 53 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, აქედან 4 თბილისში ფუნქციონირებს.